ორთაშენში ავტობანის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი
ინფორმაციით, გარდაცვლილია სამხედრო მოსამსახურე.
პოლიციის თანამშრომლებს ადგილზე სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცის
ცხედარი დახვდათ. ხიდიდან დაახლოებით 200 მ-ში სამხედრო ბაზაა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ხიდიდანაა ჩავარდნილი, თუმცა
შემთხვევის ადგილზე მყოფმა პროკურორმა, ერთ-ერთ ტელეარხისთვის მიცემულ
ინტერვიუში, გადაჭრით რაიმე ვერსიის დასახელებისგან თავი შეიკავა.
არსებობს ვერსია, რომ შემთხვევა წინა დღეს ხიდზე მომხდარ ავარიას
უკავშირდება. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276
მუხლის მე -6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძაობის
უსაფრთხოების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.