ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 968 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 418 027.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.04%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2
760, ქვემო ქართლი - 980, შიდა ქართლი -1 184, გურია - 580, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 1 327, კახეთი - 1 110, მცხეთა-მთიანეთი - 410,
სამცხე-ჯავახეთი - 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 99.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 224 391 საიდანაც:
6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 494, აჭარაში - 752, იმერეთში - 1 243. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 244 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში -
152, იმერეთში - 397. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი,
მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 38, იმერეთში - 23. 1 869 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 141 - თბილისში, 481
- აჭარაში. 216 424 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.