კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 1984 წელს დაბადებული გ.ა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით,
გარდაცვლილია 46 წლის მამაკაცი.
გამოძიების ევრსიით, ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
თანასოფლელს - 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ
კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით
ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.