ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 458 093.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა - 303,
იმერეთი - 450, ქვემო ქართლი - 259, შიდა ქართლი - 207, გურია - 89,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 210, მცხეთა-მთიანეთი - 27,
სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731
საიდანაც:
6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 500, აჭარაში - 761, იმერეთში - 1 213.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში - 485,
აჭარაში - 156, იმერეთში - 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
285 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 40, იმერეთში - 24.
1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 -
თბილისში, 406 - აჭარაში.
164 048 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.