ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 049 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 480 841.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.19%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 1 289 168.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2
854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446,
სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019
საიდანაც:
6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 737, იმერეთში - 1 201.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 486,
აჭარაში - 155, იმერეთში - 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
293 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 41, იმერეთში - 26.
1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 -
თბილისში, 305 - აჭარაში.
168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.