დოესსა და გრაკალში 4 კმ-იანი არხი ხე-ბუჩქნარებისგან იწმინდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დოესსა და გრაკალს შორის სარწყავ
არხს ასუფთავებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაციის სამსახური
ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, სოფელ დოესსა და გრაკალში
ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან დაახლოებით 4 კილომეტრი სიგრძის
არხები იწმინდება.
,,ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას
უზრუნველყოფს; შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.'' -
აღნიშნულია განცხადებაში.