ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 496 156.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.51%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა - 960,
იმერეთი - 2 233, ქვემო ქართლი - 907, შიდა ქართლი - 834, გურია -
470, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 131, კახეთი - 1 118,
მცხეთა-მთიანეთი - 286, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 86.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385
საიდანაც:
5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 382, აჭარაში - 696, იმერეთში - 1 193.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში - 480,
აჭარაში - 150, იმერეთში - 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
293 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.
1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 -
თბილისში, 308 - აჭარაში.
173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.