გორში ქალთა საერთაშორისო დღეს კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ
გადაწყვეტილება გორის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა
მიიღო.
დირეტორმა დავით წეწვაძემ, კონცერტის ჩასატარებლად მამაკაცთა გუნდი
,,ალილო'' მიიწვია. ჯამში 9 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც დავით წეწვაძე მერიას ატყობინებს, პანდემიის გამო, 2 წელია
გორში ქალებისთვის კონცერტი არ გამართულა, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ
ღონისძიების ჩატარება.
ანსამბლი ,,,ალილო'', რომლის ხელმძღვანელია მიხეილ ჭონიშვილი, შემდეგი
წევრებისგან შედგება: საბა კემულარია; ლაშა ღლონტი; გიორგი დავითიანი;
არჩილ ბერიძე
დაგეგმილი ღონისძიება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი
ჩატარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან გათვალისწინებული
უნდა იქნას მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი.