ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 644 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 511 800.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.99%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 1 324 172.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 729 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარა - 1 109, იმერეთი - 2
342, ქვემო ქართლი - 865, შიდა ქართლი - 946, გურია - 447, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 914, კახეთი - 866, მცხეთა-მთიანეთი - 334,
სამცხე-ჯავახეთი - 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 873
საიდანაც:
5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 315, აჭარაში - 708, იმერეთში - 1 154.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 259 პირი, მათ შორის, თბილისში - 471,
აჭარაში - 139, იმერეთში - 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
296 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 41, იმერეთში - 27.
1 126 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 696 -
თბილისში, 263 - აჭარაში.
164 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 16, ხოლო აჭარაში - 0.