ცხინვალში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამოვლენის მიზნით რეიდები ტარდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს თანამშრომლები გზებზე რეიდებს
ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო
,,რესი'' ავრცელებს.
რესის ცნობით, რეიდების მიზანია გზებზე სამართალდარღვევის რაოდენობის
შემცირება:
,,ასევე, მძღოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში
მართავენ მანქანებს. დღის განმავლობაში, დედაქალაქში რეიდის დროს,
უხეში დარღვევები არ გამოვლენილა", - ნათქვამია პრესსამსახურის
განცხადებაში.