ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 12 101 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 565 769.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 28.55%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა - 659,
იმერეთი - 1 935, ქვემო ქართლი - 578, შიდა ქართლი - 918, გურია -
471, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 801, კახეთი - 795, მცხეთა-მთიანეთი
- 340, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
136.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270
საიდანაც:
5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 609, იმერეთში - 977.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 პირი, მათ შორის, თბილისში - 474,
აჭარაში - 140, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
289 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 37, იმერეთში - 28.
860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 -
თბილისში, 151 - აჭარაში.
121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში
- 7, ხოლო აჭარაში - 0.