კოდავარდისუბანში სასმელი წყალი 1 კვირაა არ მიეწოდება. ამის შესახებ
სოფლის წარმომადგენელმა დახმარება ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს
სთხოვა.
მისი თქმით, წყალმომარაგების სპეციალისტებმა დაათვალიერეს სისტემა და
აღნიშნეს, რომ დაზიანებული სისტემა აღდგენას არ ექვემდებარება:
,,სოფელ კოდავარდისუბნის სასმელი წყლის ჭაბურღილი გამოსულია
მწყობრიდან, რაც რიაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და საჭიროა ახალი
მილების მოწყობა, აღნიშნული სამუშაოების არ ჩატარების შემთხვევაში
სოფელ კოდავარდისუბნის მოსახლეობა რჩება სასმელი წყლის გარეშე.'' -
აღნიშნავს სოფლის წარმომადგენელი.
ქარელის მერიის სარეზერვო ფონდიდან 6700 ლარი გამოიყო. როგორც მერიაში
აცხადებენ, ჭაბურღილი 17 თებერვალს დაზიანდა, დაზიანებული მილები 25
თებერვლამდე გამოიცვლება.