რუსეთ-საქართველოს გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია
რუსეთ-საქართველოს გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის მედია ავრცელებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და
ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
ევროკავშირმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთსა და რუსეთის მმართველებს
ეკონომიკური სანქციები დაუწესა.