გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მამაკაცებს სცემეს. ფოტოებზე
სერგო გოგიძე და აკაკი ცერცვაძეა.
როგორც ნაცემი მამაკაცების ახლობლები აცხადებენ, შემთხვევა სოფლის
სარიტუალო დარბაზში მოხდა:
,,ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავდა დაბადების დღეს. ამ სუფრას
ესწრებოდა კობაც. ბიჭებს მასთან მოუვიდათ შელაპარაკება. კობამ გორიდან
გამოიძახა თავისი სასტავი - 2 მანქანით ამოვიდნენ სოფელში და დაჟეჟეს
ხალხი'' - გვითხრეს ახლობლებმა, რომლებმა ფოტოებიც მოგვაწოდეს.
როგორც ახლობლები ამბობენ, ნაცემია იუბილარი, ასევე სიძე და
მოყვარე.
რაც შეეხება კობას, საუბარია სოფლის დეპუტატზე - კობა ბერიანიძეზე. ის
ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატია საკრებულოში.
კობა ბერიანიძე აცხადებს, რომ სუფრაზე სხვა პირებს მოუვიდათ
შელაპარაკება:
,,შელაპარაკება მოუვიდათ ბიჭებს. პირიქთ, მე ვუთხარი, არ
იჩხუბოთ-მეთქი. რა რეაგირება უნდა მომეხდინა. სადაც რამე მოხდება,
ყველაფერზე მე უნდა ვაგო პასუხი?'' - უთხრა კობა ბერიანიძემ
ჟურნალისტებს.