გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის
მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხსა
და თანატოლებს მშვიდობა უსურვეს.
მე-7 დღეა უკრაინაში ომი მიმდინარეობს. 24 თებერვალს რუსეთის
სამხედროები შეიჭრნენ და უკრაინის ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით მოითხოვა,
რასაც ევროსაბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.