ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლითში ზამთრის განმავლობაში
ერთადერთი ადამიანი რჩება.
მაღალმთიან დასახლებაში 83 წლის გულნარა გელაშვილი ცხოვრობს. ის დღეს,
8 მარტს ხაშურის საკრებულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.
,,15 წელია, გულნარა გელაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც
ზამთარშიც არ ტოვებს სოფელს, პატრონობს მარტო დატოვებულ სახლებს, სურს
სოფელში მეტი ადამიანი დაბრუნდეს.'' - აღნიშნულია საკრებულოს
ოფიციალურ გვერდზე.