ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 888 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 639 678-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.54%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა,
აჭარა - 32,
იმერეთი - 111,
ქვემო ქართლი - 29,
შიდა ქართლი - 50,
გურია - 42,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53,
კახეთი - 88,
მცხეთა-მთიანეთი - 25,
სამცხე-ჯავახეთი - 10,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც,
986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში
- 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.