ანატოლი ბიბილოვი წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებაში გასვლას არ
აპირებს.
ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა დინა გასიევმა განაცხადა.
სააგენტო რესის ცნობით, ბიბილოვს შეუძლია ე.წ. კონსტიტუციური უფლების
გამოყენება და პრეზიდენტის პოსტიდან გადაგდეს, თუმცა ამას არ
გამოიყენებს.
როგორც პრეს-სპიკერი აცხადებს, ბიბილოვს პრეზიდენტის რანგში
ბევრი საქმე აქვს.
შეგახსენებთ, 2022 წლის 10 აპრილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ.
პრეზიდენტის არჩევნები იმართება, სადაც წარდგენილია 14 კანდიდატი. მათ
შორისაა ანატოლი ბიბილოვიც.