წუხელ გორში სავარაუდოდ ავარია მოხდა. დაზიანებული მანქანა იუსტიციის
სახლის წინ ნახეს.
მანქანამ ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც პატრულის თანამშრომლებმა
შუა გზაზე მდგარი შეამჩნიეს.
,,ვინ იჯდა საჭესთან, სად მოხდა ავარია?" - ეკითხებოდნენ პოლიციელები
იქვე მყოფ ტაქსის მძღოლებს.
ტაქსის მძღოლებმა განაცხადეს, რომ მათ არ დაინახავთ არც ავარია და არც
ის, თუ ვინ მოიყვანა მანქანა იუსტიციის სახლთან:
,,არც მძღოლი ჩანს და არც ნაავარიები ადგილი" - ესაუბრებდნენ
პოლიციელები ტელეფონით სავარაუდოდ ზემდგომ პირებს.
მანქანა, რომელსაც წინა მხარე დაზიანებული ჰქონდა, საჯარიმო
ავტოსადგომზე გადაიყვანეს. გრძელდება მოკვლევა.