საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 698
ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 647 243-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.12%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა,
აჭარა - 19,
იმერეთი - 102,
ქვემო ქართლი - 39,
შიდა ქართლი - 50,
გურია - 54,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63,
კახეთი - 54,
მცხეთა-მთიანეთი -19,
სამცხე-ჯავახეთი -12,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 055 საიდანაც,
592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 319, აჭარაში - 39, იმერეთში - 121. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 159 პირი, მათ შორის, თბილისში
- 89, აჭარაში - 24, იმერეთში - 24. 7 463 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.