გორის გვირაბში 30 მარტის 00:00 სთ-დან 03:00-მდე მოძრაობა იკრძალება
გორის საავტომობილო გვირაბში, 2022 წლის 30 მარტს ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტომობილების
გადააგილებაზე შეზღუდვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო
დაწესდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო
გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში,
პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 30 მარტის
00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო
03:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე
იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო
გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში
ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება
გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - ნათქვამია საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.