ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 553 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 647 796.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.89%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 623 453.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა,
აჭარა - 20,
იმერეთი - 84,
ქვემო ქართლი - 16,
შიდა ქართლი - 40,
გურია - 26,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48,
კახეთი - 46,
მცხეთა-მთიანეთი -14,
სამცხე-ჯავახეთი -7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578 საიდანაც,
555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 310, აჭარაში - 42, იმერეთში - 98. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 პირი, მათ შორის, თბილისში
- 81, აჭარაში - 20, იმერეთში - 20. 7 023 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.