ხაშურის მე-7 სკოლის ეზოში მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება
განხორციელდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ეკო - კლუბი "მწვანე
ოცნება".
კლუბმა გამარჯვება მცირე გრანტების კონკურსში მოიპოვა, რომელიც
,,Let's Do It საქართველომ'' გამოაცხადა.
პროფესიონალმა მხატვარმა სკოლის ეზოში მდებარე ბეტონის კედელი მოხატა
თემაზე: "ადამიანი და გარემო"
სახალისო აქტივობები წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით,
თითოეული მათგანი სიმბოლური ნივთებით დასაჩუქრდნენ.
დასუფთავების აქციის დროს სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
300 კგ-მდე ნარჩენი შეაგროვეს..
დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებებიც, კერძოდ, ,,let's do it
საქართველო'' სკოლას 25 ხის ნერგს გადასცემს.