ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სოფელ
დმენისის სიახლოვეს მინვდრებში გააჩნდა.
ტერიტორიას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და რუსეთის
საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.
დმენისი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს ემიჯნება.
როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია იუწყება, ცეცხლის სალიკვიდაციო
სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ ერთი ტექნიკა მუშაობს.
ხანძარი 2 აპრილს საღამოს გაჩნდა. ხანძარის ჩაქრობა დღეს დილიდან
დაიწყეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, დამწვარია უკვე 30-40 ჰა