საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში
ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ იტყობინება მთავრობის სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი.
„გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში
იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა,
შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა
შედეგებს“, - წერს გიორგობიანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
მისივე ცნობით, პირველი რეგიონი მთავრობის მეთაურის ტურნეში აჭარაა.