დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საქართველოს
მთავრობაში დღეს განხორციელებული ცვლილებების შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
"მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ.
ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანი
დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში. მინდა ბატონ დავით
მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა
პრემიერმა.
ზალკალიანს მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის. ის მთავრობის
ადმინისტრაციის მოქმედი უფროსია.