უკრაინის ომში დაიღუპა რუსეთის არმიის ქართველი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ბურდული
23-წლის გიორგი ბურდული რუსეთის არმიის რიგებში მსახურობდა. ის
ვლადიკავკაზში ცხოვრობდა.
როგორც ჩრდილოეთ ოსეთის მედია იუწყება, ბურდული 104-ე საჰაერო
სადესანტო პოლკის რიგებში ირიცხებოდა.
დაიღუპა 2022 წლის 21 მარტს უკრაინაში. ცხედრის გადასვენების შემდეგ
დაკრძალეს მოსკოვის ოლქში.
უკრაინაში რუსეთის არმია 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.