გორის უნივერსიტეტის ლექტორი, ამავე დროს, გორის საკრებულოს წევრი
გახარიას პარტიიდან მაია ბოლაშვილი უკრაინიდან დევნილ მოსწავლეებს
ინგლისურ ენას უფასოდ შეასწავლის.
ამის შესახებ პედაგოგმა განცხადება გუშინ 4აპრილს გაავრცელა. გუშინვე
მას დაუკავშირდა მე-10 კლასელი მოსწავლე, რომელიც გორში ცოტა წინ
ოჯახთან ერთად ჩამოვიდა:
,,ამ წუთს დამირეკა ჩემმა მე10 კლასელმა მარიოპოლელმა მომავალმა
მოსწავლემ. ვერაფრით დავიჯერე, რომ თვითონ მესაუბრებოდა, იმდენად უკვე
დაკაცებული, უძიროდ სევდიანი ადამიანის ხმა ჰქონდა ტელეფონში, მეგონა,
მამა მესაუბრებოდა. საოცარი რამ მთხოვა: ''შეგიძლიათ,
ქართულ-ინგლისურად მამეცადინოთო?'' ღმერთო, ამდენი მგონი არასდროს
მიტირია.. ასე ნაადრევად აბერებს, ბავშვობას უსპობს, აუპატიურებს,
სამუდამოდ ასახიჩრებს და ხოცავს პუტინის ძირგამომპალი რუსეთი ყველაზე
უსუსურ არსებებს...'' - აცხადებს მაია ბოლაშვილი.
იხ. უფრო ვრლაც პედაგოგის შესახებ:
ლექტორი
პანდემიისას - მაია ბოლაშვილი