კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ქარბობალამ გადაურა. ამის შესახებ
კასპის მერიაში გვითხრეს.
როგორც ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელმა გვითხრა, სტიქია 28 მარტს
მოხდა. მათი ინფორმაციით, ძირითადად სახლის სახურავები დაზიანდა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, როგორც კასპში, ასევე
მუნიციპალიტეტის 10 სოფელში.
სახურავები დაზიანდა შემდეგ სოფლებში:
გომში, მეტეხში, ახალციხეში, კალოუბანში, ხანდაკში, ერთაწმინდაში,
გარიყულაში, იგოეთში, ფერმასა და აღაიანში. რაც შეეხება ქალაქ კასპში,
აქ 6 ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.