ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 324 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 650 708-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.9%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 987-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა,
აჭარა - 11,
იმერეთი - 37,
ქვემო ქართლი - 13,
შიდა ქართლი - 26,
გურია - 23,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19,
კახეთი - 17,
მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 930 საიდანაც,
426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 230, აჭარაში - 23, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 116 პირი, მათ შორის, თბილისში
- 72, აჭარაში - 18, იმერეთში - 10. 3 504 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.