დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
გაიმართება.
პირველ ტურში გამარჯვებულად თავი ,,ნიხასის'' ლიდერმა ალან გაგლოევმა
გამოაცხადა.
დანარჩენი 3 კანდიდატი მეორე ტურში მხარს მას დაუჭერს. ამის შესახებ
სააგენტო ,,ტასს'' განუცხადეს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ: ანატოლი ბიბილოვი
(მოქმედი პრეზიდენტი); ალან გაგლოევი, ალექსანდრე ფილიევი, ჰარი
მულდაროვი და ტასოევი.
76-დან 69 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები:
⠀
ჯავის რაიონი
⠀
⠀
გაგლოევი - 1032⠀
ბიბილოვი - 947⠀
⠀
ცხინვალის
რაიონი
⠀
გაგლოევი - 801⠀
ბიბილოვი - 1278⠀
⠀
ზნაურის
რაიონი
⠀
გაგლოევი - 879⠀
ბიბილოვი - 739⠀
⠀
ახალგორის
რაიონი
⠀
გაგლოევი - 854⠀
ბიბილოვი - 462
ჯამში ალან გაგლოევს - 3566 ხმა, ხოლო ანატოლი ბიბილოვს - 3426. სულ
რეგისტრირებულია - 35 347 ამომრჩეველი.