მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა გაიმარჯვეს ნიუ-იორკში
გამართულ საერთაშორისო კონკურში “ხელოვნება და საზოგადოება | ART &
SOCIETY”.
გამოფენა გაიმართა ვირტუალურ სივრცეში New York Realism Online
Gallery.
2022 წლის 30 მარტს ნიუ-იორკის მხატვართა საზოგადოებამ (NEW YORK
REALISM FINE ART) მხატვრებს აცნობა, რომ ისინი დაჯილდოვებულნი არიან
ოქროს არწივის GOLDEN EAGLE მედლებით.
კერძოდ, ანგელინა — ფენტეზის, ხოლო გელა — რეალიზმის კატეგორიაში.
ანგელინა და გელა ამ საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
მესამედ ღებულობენ მონაწილეობას — 2016 წელს ჩაერთნენ პროექტში «ART
WINDOW», როდესაც ორივე დაჯილდოვდა თავიანთი პირველი ოქროთი, შემდგომ
— 2019-ში, პროექტში «ART & BEYONG», სადაც მოიპოვეს «ოქროს პალიტრა»
და «ოქროს არწივი».
2019 წლის ოქტომბერში I ადგილი და 2 ოქრო (სხვადასხვა ნომინაციებში,
კერძოდ, — დამენია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის და ფილაური თემატურ
კომპოზიციაში) მიიღეს, ხელოვნების XX საერთაშორისო ფესტივალზე.
ანგელინა დამენია და გელა ფილაური აქტიურად მონაწილეობენ ონლაინ
არტ-პროექტებში, მათი შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია ერთობლივ
ვებ-გვერდზე www.damenia-philauri.com