გორის მერიის საინფორმაციო
გვერდის ცნობით,
ძლიერი ქარის გამო, დაზიანებულია მე-4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზის
სახურავი.
ასევე კომბინატის დასახლების ტერირტორიაზე მდებარე სამი საცხოვრებელი
კორპუსის სახურავი.
დაშავებულები არ არიან.
ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი გორის მუნიციპალიტეტში
12-13 აპრილს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილს, გორში, 15-16
საათისთვის ქარის სიჩქარე კიდევ უფრო მოიმატებს.