ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 266 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო
გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა,
აჭარა - 11,
იმერეთი - 45,
ქვემო ქართლი -20,
შიდა ქართლი - 18,
გურია - 11,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 15,
კახეთი - 11,
მცხეთა-მთიანეთი -11,
სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 234 საიდანაც,
378 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 214, აჭარაში - 21, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში -
54, აჭარაში - 14, იმერეთში - 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 235.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 194. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.