უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით ამ დროისთვის 19 800-მდე რუსი ჯარისკაცია მოკლული
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უკრაინა-რუსეთის ომში, რუსეთის მხარის
დანაკარგების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში, 24
თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, 19 800-მდე რუსი ჯარისკაცია
მოკლული.
„მტრის საერთო ჯამური დანაკარგი შემდეგია: ჯარისკაცი - დაახლოებით 19
800, ტანკი - 739, ჯავშანტექნიკა - 1964, საარტილერიო სისტემები -
358, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 115, საზენიტო საბრძოლო სისტემა
- 64, თვითმფრინავი - 158, ვერტმფრენი - 143, ავტომობილები - 1429
ერთეული, კატარღა - 7, საწვავის ავზი - 76, ოპერატიულ-ტაქტიკური
უპილოტო საფრენი აპარატი - 132, სპეცტექნიკა - 125, მცირე რადიუსის
ბალისტიკური რაკეტა - 4“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.