,,გორის ავტობუსი არ არის ტაქსი, არც მიკროავტობუსი'' - აცხადებს
გორის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი.
მისი განმარტებით, ავტობუსი არ არის ის ტანსპორტი, რომელიც მგზავრებს
ერთი სადარბაზოდან მეორეში გადაიყვანს.
,,ეს არის ძირითადად უბნებს შორის გადაადგილების საშუალება'' -
განმარტავს სააგენტოს დირექტორი.
ეს განცხადება ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივი ტელევიზიის თოქ-შოუში
გააკეთა.
გორის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ოპოზიციამ გორის ტრანსპორტის
სააგენტოს მუშაობა გააკრიტიკა. საკრებულოს წევრების განმარტებით,
ავტობუსი ხშირად აგვიანებს.
კერძოდ, არ ემთხვევა ტაბლოზე მითითებული მონაცემები განრიგს:
,,ეს ძირითადად, გამოწვეულია არასტაბილური კავშირით, როგორც მობილური
ინტერნეტის, ასევე ჩვეულებრივი ინტერნეტ კავშირი.'' - აცხადებს
ჯირკველიშვილი.
გორში 30 ავტობუსია შემოყვანილი.