ხაშურის რამდენიმე სოფელში ბეტონის გზა სრულად არ დააგეს. ამის გამო
კომპანია ,,ზე ინდეფენდენთ ბიზნეს გრუპი" შავ სიაში შეიყვანეს.
ხაშურის მერიის ცნობით, სამუშაოები 75%-ით შეასრულა.
2021 წლის 12 ივლისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას
სამუშაოები 91 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეესრულებინა.
ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრული იყო 179 000 ლარი, ხოლო
მოქმედების ვადად – 2021 წლის 15 ნოემბერი.
ხელშეკრულებაში გეგმა-გრაფიკი რამდენჯერმე შეცვალეს, ვადა - 2022 წლის
10 იანვრამდე გაიზარდა.
,,ადგილზე დათვალიერების აქტით ირკვევა, რომ მიმწოდებელს,
ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად, ხაშურის
მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულბულისციხეში, მონასტერში, ბეღლეთში,
ყიფიანთუბანში, უწლევში – სამუშაოები არ ჰქონდა დასრულებული."" - ასე
წერია 2022 წლის მარტის ოქმში. ამ ოქმის საფუძველზე კომპანია შავ
სიაში შეიყვანეს.