საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო - სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამა იწყება.
პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა
განისაზღვრა 1 ჰა -ზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან -
1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.
პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს და მისით 300 000-მდე
ფერმერი ისარგებლებს.
ბენეფიციარებს სუბსიდია სპეციალურ აგრობარათებზე ქულების სახით
დაერიცხებათ, რომლის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის
განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად შეეძლებათ.
პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს,
ქვეყანაში სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური
განხორციელების ხელშეწყობა, წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგრარული სამუშაოების მიმართულებით
აქტივობის სტიმულირება.
სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დადებით გავლენას მოახდენს
წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია
დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. (ცხელი ხაზი 1501)