1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 150 ლარს მიიღებენ
2022 წლის 1 ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური
დახმარების სახით 150 ლარს მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარება
გასულ წელს უკვე გაორმაგდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალ
წლებშიც გაგრძელდება.
აღნიშნული დახმარებას 215 000 ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი 341
მილიონი ლარია.