ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 653 460-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
1.36% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.18%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 474-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 160 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 38,
ქვემო ქართლი -22, შიდა ქართლი - 26, გურია - 27, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 166 საიდანაც,
336 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 174, აჭარაში - 17, იმერეთში - 82. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში -
45, აჭარაში - 12, იმერეთში - 5. 1 830 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.