ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 161 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 654 076.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
1.23% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.12%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 20, ქვემო
ქართლი - 9, შიდა ქართლი - 7, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი -
4, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც,
335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 185, აჭარაში - 12, იმერეთში - 87.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის,
თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 629 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.