ხაშურის მერია ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციას განახორციელებს.
ამ მიზნით დაახლოებით 400 000 ლარი გამოიყოფა.
მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა უკვე დაიწყო. პროექტი
დაახლოებით ერთ თვეში იქნება მზად.
მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია ,,ინჟინერიუსთან'', რომელიც
პროექტის შედგენას აპირებს.
პარკის რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდება.
საბჭოთა პერიოდში ზემო სერის ტყე-პარკში საბავშვო რკინიგზაც
ფუნქციონირებდა.
ფოტო: თეონა
რევაზაშვილი