უკრაინაში დაღუპული არკადი კასრაძის ცხედარს გორელები კარალეთი-ერგნეთის გადასახვევთან დახვდებიან
დღეს, 23 აპრილს 17:00 საათიდან გორელები ქალაქის გასასვლელში
შეიკრიბებიან.
მოქალაქეები არკადი კასრაძის ცხედარს დახვდებიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი ბადრი ბასიშვილი
აცხადებს, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ცხედარს
ცხინვალი-ერგნეთის გადასასვლელთან მიაგებენ პატივს.
არკადი კასრაძე სოფელ ერგნეთიდან იყო. ის უკრაინაში საბრძოლველად 2
მარტს წავიდა და 16 აპრილს დაიღუპა. კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომის
მონაწილეც იყო.