ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22-წლის მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა 24 აპრილს, აღდგომის დღეს მოხდა.
ადგილობრივების ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.