ქვახვრელში კვირაცხლოვის ეკლესიის გახსნას ითხოვენ. კლდეში
გამოკვეთილი ტაძარი მხოლოდ წირვა-ლოცვის დროს იხსნება.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ არა მარტო სააღდგომოდ, არამედ
სხვა ნებისმიერ დროს, ტაძარი სულ დაკეტილია.
ეკლესია ბოლოს 10 აპრილს იყო გახსნილი. ეპარქიის ცნობით, მ დღეს,
ქვახვრელის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარში, ჩატარდა 7 - გზის
ზეთისცხების საიდუმლო.
ტრადიიციის მიხედვით, ქვახვრელში კვირაცხოვლობა აღინიშნება.
აღდგომიდან კვირაცხოვლობამდე ადგილობრივი მცხოვრებლები ეკლესიაში
დადიოდნენ. ამჯერად, ამ შესაძლებლობას მოკლებულები არიან.
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი — მდებარეობს გორის
მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, კლდეში ნაკვეთ
ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა
ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი
უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულების თანახმად
მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.