ერგნეთში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლი არკადი კასრაძე
ლუგანსკის ოლქში ბრძოლისას დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი
კასრაძე ერგნეთში დღეს დაკრძალეს.
სამგლოვიარო ცერემონიალს საპატიო ყარაული ესწრებოდა.
არკადი კასრაძე უკრაინაში საბრძოლველად 2 მარტს წავიდა და 16 აპრილს
დაიღუპა. კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო.
ფოტო: რადიო თავისუფლება