კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო სამუშაოები დასრულდა.
ნიგოზა-რენე-ჩობალაურის საავტომობილო გზაზე ახალი ასფალტი დააგეს.
კასპის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტის განხორციელება ორი
წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. სამუშაოებს კომპანია ,,ობოლია"
ასრულებდა.
ჯამში, სამი სოფლის საგზაო სამუშაოების შესასრულებლად 1.3 მლნ ლარი
დაიხარჯა.