20 წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც ორი
ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს
პრეს-სამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, 49-წლის მამაკაცი მდინარე ფსოუს საგუშაგოზე
დააკავეს. ბრალდებული აფხაზეთიდან რუსეთში მიდიოდა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცს სახელი და
გვარი შეცვლილი ჰქონდა. ამჟამად ბუქულოვის გვარით სარგებლობდა.
სინამდვილეში კი, მისი გვარი მამიტოვია - აცხადებენ ცხინვალში.
ამავე განცხადების მიხედვით, მამიტოვმა 20 წლის წინ ორი თანასოფლელი
ავტომატიდან მოკლა.