ძამის ხეობაში სოფელ ელბაქიანთკარის ხიდი უხარისხოდ გააკეთეს. ამის
შესახებ ქარელის მერის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა
აქტი შეადგინეს.
2022 წლის 18 მარტს ინდმეწარმე კახაბერ სტეფნაძეს გაფრთხილება
მისცეს.
ხელშეკრულების მიხედვით, ინდმეწარმეს ხიდი 27 000 ლარად უნდა
შეეკეთებინა, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დახვდათ.
კერძოდ, აქტის მიხედვით ირკვევა, ხიდის სავალ ნაწილზე რკინის
კონსტრუქცია თხელია, ხოლო მოაჯირების 80% არაა შეღებილი.