ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 290 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 1 654 665.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
1.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.06%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 50, ქვემო
ქართლი - 14, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 18, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 0,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 649 საიდანაც,
307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 164, აჭარაში - 11, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში -
46, აჭარაში - 5, იმერეთში - 9. 1 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.